რა შეიძლება აკეთო არდადეგების დროს თუ სწავლა ახლახან დაგიმთავრდა და არც დასასვენებლად წასვლას გეგმავ უახლოესი ერთი თვის მანძილზე?უკანასკნელი გამოცდიდან სახლში დაბრუნებული მწარედ ჩავფიქრდი საკუთარ უიმედო მდგომარეობაზე. უთუოდ კარგი იქნებოდა რამდენიმე დღით დასახლება "მთლად ზღვის კიდეზე", თუმცა როცა სალტკროკის ნაცვლად ქობულეთი ან უკეთეს შემთხვევაში ბათუმი გელოდება (ვერ გიპასუხებთ რატომაა უკეთესი, ალბათ მასობრივი ქსენოფობია სიცხეში უფრო იოლად ვრცელდება),ვერაფერი შვილი პერსპექტივაა ადამიანისთვის, რომელიც აგერ უკვე მთელი წელი, თითქმის სექტემბრიდან მოყოლებული მშვიდ და ბედნიერ დასვენებაზე ოცნებობს.
რა უნდა მექნა, წიგნები ავაკოკოლავე (კოელიო და ბეგბედერი არა) საყვარელი დისკები მოვიძიე და ოთახის დალაგებას შევუდექი რაც მალევე მომწყინდა,იმიტომ რომ ვიცი იქამდე ავურევ სანამ დალაგებას მოვრჩები. ერთადერთი რასაც ყოველდღე მტვერს ვაცლი ჩემი ზანდუკია რომელიც ისე გაივსო, რომ ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე (სიმართლე რომ ვთქვა ამაში დიდი როლი ჩემი აკოკოლავებული წიგნების უინტერესობამ ითამაშა...რა ვქნა ვერაფრით დავაკავშირე წითელი და შავი ერთმანეთს), ბლოგის რომელიც ჯერ ჩემი ზანდუკივით ძველი და საყვარელი არაა, მაგრამ ბევრ რამეს დაიტევს და მტვერსაც ყოველდღე გადავაცლი....
არ ინერვიულო, სალტკროკაში ახლაც ისე ცივა, ბათუმი ჯობია ზღვაში საჭყუმპალაოდ ;)
ReplyDeletekoelio ara ho : )
ReplyDeletemec mominda sakutari blogis mtveris chaylapva :sun: tu gaumzianda movalt ertad :)